CANVAS Georgia comment on SSSG Statement /კანვას – საქართველო სუსის განცხადებას აფასებს

In response to the successful civic campaign carried out in Tbilisi during February-March 2023 against the “Russian Law”, the Georgian high-ranking state officials openly targeted the director of CANVAS Georgia, Giorgi Meladze, referring to him as “an extremist lecturer” and one of the organizers of the campaign. (Kobakhidze, March 14, 2023: https://netgazeti.ge/news/660184/).

The threat campaign continued on Septmeber 18th, when during a public briefing the State Security Service of Georgia representative stated that CANVAS participated in an organized conspiracy against the state with the intention to overthrow the current regime. (SSSG Claims of Planned “Destabilization and Civil Unrest”, Sept. 18, 2023: https://civil.ge/archives/559569).

10 days after the above statement, on September 29th the members of CANVAS ( Slobodan Djinovic, Sinisa Sikman and Jelena Stoisich) being in Tbilisi were asked by the SSSG to appear in the agency for questioning. Following the questioning, CANVAS members left Georgia without an official statement, as the questioning was classified and all of them were bound by nondisclosure rule.

CANVAS Georgia believes that these developments serve as a means to pressure not only the head of the organization and its members, but also all the activists who cooperate with it, receive and disseminate the knowledge on strategic non-violence campaigns.

We urge the international human rights organization, supporters of democracy and human rights in Georgia to take notice of the above developments and communicate this with Georgia’s relevant public and private institutions. We believe that such support will significantly aid the activists working for strengthening democracy in Georgia. 

კანვას – საქართველო სუსის განცხადებას აფასებს

სამოქალაქო საზოგადოების მიერ “რუსული კანონის” წინააღმდეგ თებერალ – მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ “ექსტრემისტ ლექტორად” და კამპანიის ერთ – ერთ ორგანიზატორად (Kobakhidze, March 14, 2023: https://netgazeti.ge/news/660184/).

მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით (SSSG Claims of Planned “Destabilization and Civil Unrest”, Sept. 18, 2023: https://civil.ge/archives/559569).

განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი  და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.

აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში.

Leave a comment